* * *


რომ არ მიყვარდე,ნიშნავს რომ გული
დაცარიელდა ყველა მიზნისგან,
მოვიდა წყევლა წუთისოფლური
და მზის სითბოსგან ამომიზიდა.

რომ არ მიყვარდე,არ ჯობს არაფრით
ვიწვე მკვდარი და მიწა მებნიოს,
იყოს გვიყვარდეს,ბრძოლით,კამათით,
ოღონდ არ ჰქონდეს შხამი ჩვენში ომს.

რომ არ მიყვარდე,შენი პიჯაკი,
იქნება ჩემთვის მხოლოდ სამოსი,
და არასოდეს აღარ ვიჯავრებ
შენი წასვლით და შენი წამოსვლით.

რომ არ მიყვარდე,იქნება ნაცრის
და მინავლებულ ფერის ფრიალი
სიცარიელე გამყინავს მკაცრი
და დავიფშვნები ადამიანი.

და რა სითბოა,მიყვარხარ ისე,
ხატვა არვიცი,მაინც გხატავ და
ტკივილის გარდა,რომ არ მეღირსე
ჩემში ძალას რა გამონახავდა.

რომ არ მიყვარდე,ყოფნა უხიბლო,
ღმერთს რომ უკვეთავ სიზმრად ენახო,
მკერდს გული სიმწრით რომ ჩაუწიხლო
თვალს ცრემლი ძილში როგორ შეახმა.

რომ არ მიყვარდე ,გამოღვიძება
იქნება რაღაც უბრალო როლი
რა შემოგნატრონ მერე თითებმა,
თოვლიც იქნება უბრალოდ თოვლი.

რომ არ მიყვარდე, იქნება წყევლა
ღამე გამათევს,თვითონ იძინებს
ეს შენით არის,ვარსებობ მე ვარ
ვინც ეყუდება ღამე ცივ მინებს.

რომ არ მიყვარდე,იქნება წყევლა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი