* * *


მარტი დაიწყო,გარეთ ქარია,
ცივი დღეები უფრო გამკაცრდა,
და ეს სიმკაცრე ისე მყარია
თითქოს სითეთრემ ფრთები დაკეცა.

ახლა ტკივილი ყველას ამძაფრებს,
ყელშია უკვე აქ ყოფნის ლაფი,
ვუყურებ დილას-მკრთალს და არაფერს,
ახალმოსული ნაღველს რომ აფენს.

დასცვივდა სულებს ყველა ფოთოლი,
შემოაღწია ქარმა,ვერაგმა
სიცხადემ თავის მუდმივ ლოთობით
გამოფიტა და გაავერანა.

მარტი დაიწყო,როგორც ეს ადრე,
ყველას დაეტყო ქაოსის კვალი,
ვგრძნობდი ყველაფერს,აწმყოს ვკეცავდი
მაგრამ სიცოცხლეს ხელი ვერ ვკარი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი