* * *


მქონდა წუთები,როგორც სანათი,
მზე რომ დავტოვე,ტკივილს შევები,
მერე ცხოვრებას სხვა რამ დავარქვი,
მერე თოვლივით გადნა დღეები.

ზღვაში ჩაგორდა,როგორც ბორბალი
მზე ლურჯი ზეცის  ცხელი ნათურა
მე ეს სიცივე ვეღარ მოვკალი
მცივა და შენი სითბო მახურავს.

მახსოვს დღეები,მაგრამ ამ ტკივილს
ისე რუმეა,გზას ვერ უნათებს,
ის კადრები კი სიზმრად დამიდის,
რომ ვიპარავდი შენს ძველ სურათებს.

რომ დანიშნული ხეებიც დგანან,
რომ ღრმული სულებს უფრო ტკივდებათ,
რომ სიცხადესთან ვერ მოვრჩი დავას,
და ყველა სიტყვა რჩება სიტყვებად.

მე ვიპარავდი შენს ძველ სურათებს,
ვიყავი შენი ნივთების ქურდი,
და შენს ღიმილებს,ვით ნაჩუქარებს,
ვარქმევდი ჩემს საშობაო ხურჯინს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი