* * *
გუშინდელი დღე დავმარხე თვალწინ, დავმარხე ჩუმად და აქვე გულიც მიჭირავს ხელში,მივდივარ სწრაფად დამარცხებული და წაგებული. გზაზე ნამქერი,ცივი გზა არის, შემოუხურავს ნისლები ფიჭვებს, ასე მგონია რომ გასავლელი გზების სირთულე კისერზე მიჭერს. რა მიჭირს ,ვხედავ,ბოლავს ბუხარი, ვინმეს თუ მაინც სითბო უგრძვნია, ბევრისთვის არის ის საწუხარი, თუ სხვების სახლში მზე და შუქია. და ასე მარცხით და ფიასკოთი, ავეტუზები ხვალინდელ კარებს, ვინც კი მიყვარდა,ვისაც ვიცნობდი, არცერთს ხელახლა არ შევიყვარებ. ახლა მივდივარ დაფიქრებული ზანტად მომყვება ჩემი მეორე, ვისაც ვერაფრით ვერ მოვერიე, თუმცა მტერივით დიდხანს ვეომე. გუშინდელი დღე დავასამარე, ხვალინდელ კარებს მინდა მივადგე, დამარცხებული და წაგებული, ამ კარებისთვის თუკი ვივარგე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი