ჩვენი ცხოვრება


ჩვენი ცხოვრება

ჩვენი ცხოვრება ქარივით
შორეთში სადღაც მიჰქროდა,
ადამიანს კი თავისი
დიდი ჭაპანი მიჰქონდა,

ახლოვდებოდა ზამთარიც,
სიცივე ისევ ტიროდა,
მოხუცებული ბუხართან 
იჯდა და ხელებს ითბობდა,

კაცს ამ ცხოვრების ფიქრებით
ხანდახან გულიც სტკიოდა
და ცივი ზამთრის ფიფები
ციდან ფაქიზად სცვიოდა,

ამ ქვეყანაზე სიცოცხლე 
ულევ ჩანჩქერად დიოდა;
და კვლავ მომავლის ლოდინში 
უსაზღვრო დრო გადიოდა.

/ ეკა გაბისიანი /

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი