კითხულობს გუგა ვაშაკიძე
ვარდის სურნელი ვარდის სურნელი ქარგავს სიყვარულს, ედემის ბაღში გაიდგამს ფესვსაც, შენი ფიქრები სიცოცხლეს ეტრფის და სინატიფის გაშლის ლაღ ფრთებსაც. სულის თრთოლვა და გულის ძახილი, ეფერადება ბუნების ხედსაც, ვარდის ფურცლები სევდით დაფრცქვნილი, შენც გეფერება და ამკობს გზებსაც, წმინდა ლოცვა კვლავ გულში ჩაღვრილი, შენს სულს ანათებს და თრთოლვით ფეთქავს, სამების კართან ფრესკის ლანდივით, ხატთან ჩურჩულებ და ესმის ღმერთსაც. / ეკა გაბისიანი /
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი