საღამოს ლოცვა💫
მე შენ გიწამე, ვით სიყვარული, გაზაფხულივით შემოჭრილ ღამეს, კვლავ არ მესმოდა სიტყვები შენი და ვუცქეროდი ისევ შენს თვალებს.. დადუმებულან ძველად პირქუშნი, ვეღარც ვკითხულობ იმ უთქმელ სიტყვებს, ყველგან გეძებდი, ვერ გპოვე გულში ვეჭიდებოდი გაცრეცილ ფიქრებს.. სადღაც წასულხარ უსიტყვოდ კარგო, მე კი ამ ფიქრით გადავიღალე სადღაც წასულხარ უეცრად მარტო შენზე ფიქრებში კვლავ ჩავიძირე. დიდხანს გრძელდება ეს ჩემი ბოდვა და ის იმედი შენ მოხვალ ერთ დღეს, დიდხანს გრძელდება ეს ჩემი ლოცვა, ვით, უკიდეგანო სამყაროს კიდე..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი