შემოდგომის ნისლი


შემოდგომის ნისლი ადევს ქუჩას,
და გადაჰკრავს ოქროს ფერი არეს,
სიცივეა, ირგვლივ ისმის გგმინვა,
სიმარტოვე დასჩვევია თვალებს.
   შემოდგომის სევდა აწევს ქალაქს,
   გახვეულა თეთრ ლანდებში მთვარე,
   ისევ თეთრი ცვარი ადევს ბალახს,
   კვლავ სიცოცხლეს ვეჭიდებით მე და ღამე... 
მწუხარების რიჟრაჟია კარის მიღმა,
ძლივს გათენდა ეს სნეული ღამე,
სიცივეა, ირგვლივ ისმის გგმინვა
სიმარტოვე დასჩვევია თვალებს.....

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი