მწუხარების ჟამი
გამეფებულა დღეს მწუხარება, ცას დასტყობია ულევი წნეხი, სიმარტოვის ჟამს, კვლავ უნებურად, მას დაუღვრია უთვლელი ცრემლი ... გაციებულა კვლავაც გრძნობები, უალერსობით, თან დავიწყევით, უთქმელი სიტყვით, დარდით და ომით, უიმედობით, თავდავიწყებით... გამეფებულა კვლავ მწუხარება, ისმის ზარები, ციდან გოდების, გარინდებულა ღამის ზმანება, მთთოლვარედ აღწევს მის პირად ომში.. თითქოს გასრულდა ღამის ზმანება, თითქოს გასრულდა ომი უცვლელი, მაგრამ უეცრად ზღვა ისევ აღელდა თითქოს დასრულდა სიცოცხლე უთქმელი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი