ფიქრებიᲗ დაᲦლილს


შემომაღამდა ფიქრებით დაღლილს,
და ტკივილისგან დაიწყეს ოხვრა
თავს მეხვევიან ეს ჭრილობები,
სულმა განაგრძო მუხლებზე ხოხვა..
     ნისლი მოედო გაციებულ გულს,
     კვლავ ჩამოთოვა ნაღველმა სულში.
     გადაათეთრა ფიქრები თოვლმა,
     კვლავ მტკივნეულად გაწვიმდა სულში...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი