ფიქრებიᲗ დაᲦლილს


შემომაღამდა ფიქრებით დაღლილს,
და მარტოობაც შემომეპარა,
 თავს მეხვევიან ეს ჭრილობები,
კვლავ ტკივილისგან დაიწყეს ოხვრა.
     ნისლი მოედო გაციებულ გულს,
     კვლავ ჩამოთოვა ნაღველმა სულში.
     გადაათეთრა ფიქრები თოვლმა,
     კვლავ მტკივნეულად გაწვიმდა სულში...
სიბნელეში ვეჭიდები მარტო,
დარდებს, ტკივილებს, დაუსრულებულს...
გამოიდარებს ოდესღაც ისევ,
გულსაც სწადია სხივები ნახოს.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი