სიბერე


ერთი ბეწო კარმიდამო,ნახევრად გაგლეჯილი სახურავი,ატკეჩილი ფიცრები,კოჭლი მაგიდა, თუნუქის ძველი ქვაბი,ერთი -ორი კარტოფილი, ერთი მუჭა ფქვილი და ჩაი.
დაბერებული სამოსი,დამჭკნარი სხეულის თავშესაფარია.შეფერხებული მეტყველება,მოგრძო სახეზე შეკიდული მორცხვი ღიმილი ,მოღრეცილი ტუჩების ნელი მოძრაობა,ტკბილი ხმა , ქუთუთოებს ამოფარებული სევდა და ერთ ოთახში დატეული სიბერე.
კატერინა მ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
თაკო ფუტკარაძეეკონომისტი4 წლის წინ

♥️👏

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი