ქალაქი
ქუჩების სიმრავლე და ერთმანეთს გადაჭდობილი სახლები უხილავი სიახლოვე.აქ ყველა იცნობს ერთმანეთს და არავინ არ იცნობს ყველას.ბინებში ანთებული შუქები და ფანჯრებს ჩამოფარებული ფერადი ფარდები გულმოდგინედ მალავენ ვნებებს ,მაგრამ ხანდახან ისე მოურიდებლად გამოამზეურებენ ყველა ვნებიან ღამეს. ვერ გაიგებ გულისნადებს მწუხარე მთვარის, ვარსკვლავები წამში დატოვებენ ცას და განთიადი გააღვიძებს აქურობას მუქილურჯი ფერებით. გაიზმორებიან მოქალაქეები,დალევენ ჩაისა თუ ყავას.ისაუბრებენ ხან მოწყენილები,ხან მხიარულები,ხან გაბრაზებულები,ხან შურიანნი... აქ ბევრი სახლია, საღამოს ყველა ბინას ჰყავს პატრონი. ქალაქი ვრცელია და ხშირად უცნაურად უყვარს თავისი ბინადრები, ხან ისე ურცხვად შეიძულებს მათ ... რუტინა აქ ისეთი დამღლელია... ცვლილებები არ უყვარს ქალაქს , სევდა და სიხარული ერთნაირად იკარგება მის ქუჩებში... კრამიტის სახურავები და ბუხრიდან ამოვარდნილი კვამლი სასიამოვნოდ გაგაოცებს.ვიწროქუჩები ანტიკურ ხანას გაგონებენ და ქალაქი ხან გულწრფელია,ხან გულდახურული,ხან მხიარული,ხან იდუმალი და მისტიური... ვიწრო ქუჩებს რომ გაჰყვები,ქალაქის ახალ ნაწილში აწოწილი კორპუსები ,ბევრი ფანჯარა,გამვლელები ,რომლებიც არც კი ყოვნდებიან, რუკებს მისჩერებიან და ვერავის ვერ ამჩნევენ...ცნობილი კაფეების ხმაური, მკვლელობები, თბილისი ,დიდუბე -ჩუღურეთი, 24 წლის ,9 თვის ორსულმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა... აქ სიყვარული და ღალატი ყველაფერი უმნიშვნელოა... ბევრს ვმუშაობ დროს ვერ ვამჩნევ...ვერავის ვერ ვხედავ... სახლი ვიყიდე,კიდევ სახლი ვიყიდე,აგარაკი შევიძინე,მანქანა ვიყიდე,ტანსაცმელი,ტანსაცმელი,ვიყიდე- გავყიდეს დაუპყრია ქალაქის ეს ნაწილი და სიცოცხლეს კლავს ეკატერინე მაღედანი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი