ლევკემია


"არ არსებობს მზის სინათლე წყვდიადის გარეშე”. ☀️
ალბერ კმიუ

უცნობ ჯოჯოხეთში მაშინ მოვხვდი, მკურნალობის მესამე ეტაპზე რომ გადავედი ,პირველად გული აქ ამერია,შემრცხვა ,მაგრამ განძრევაც კი ვერ მოვახერხე.
შევეჩვიე იმას რომ თმები მცვივა და აუღელვებლად გადავიპარსე თავი. სახე გვიშუპდება და ყველანი ერთმანეთს ვემსგავსებით, თანატოლები ,რომლებიც მე მგვანან ზედმიწევნით მიხანგრძლივებენ სიცოცხლეს.
ერთმანეთს ჩვენს ტკივილებზე ვესაუბრებით ,დედებს ვუმალავთ ტკივილებს, მათ ხომ ჩვენი თვალხილული ტანჯვა ტანჯავთ.
დედებს,რომლებსაც ჩვენს ოთახებში, სავარძლებში ,თითქმის არ სძინავთ, ჩუმად ტირიან და იმედს ებღაუჭებიან.
ყოველდღური პროცედურები არ მთავრდება, ჯოჯოხეთის მწვერვალზე ვარ ,ასჯერ მაინც ვიცვალე სახე და როდის დავიბრუნებ ჩემს პირვანდელ სახეს არ ვიცი.არ დამითვლია რამდენჯერ გადამიყვანეს რეანიმაციაში და რამდენჯერ დამაბრუნეს საიქიოდან პალატაში.
თანატოლების სიკვდილს საგულდაგულოდ რომ მიმალავდნენ,საზღვარგარეთ წავიდა სამკურნალოდო.
ეჭვი მღრღნიდა fb გვერდზე ვერ ვხედავ ჩემი ტკივილების მოზიარეს და რატომ არ მწერს ჩემი მეგობარი-მეთქი.
ექიმი მეუბნება რომ ჯოჯოხეთიდან მალე გავაღწევ, დავეშვი ტანჯული მწვერვალიდან.
აპარატის წრიპინი,ექთნი და დედა ...ფიქრი იმაზე რამდენის სული გადარჩა...გვერდით საწოლზე მივჩერებივარ უსულო სხეულს. გაშეშებული,უსახური,ტკივილგამოვლილი,ერთ წელიწადში დაბერებული ახალგაზრდა გვამი, მკერდზე გადაჭდობილი მკლავებით,სიკვდილი რომ ვერ შეაჩერა ...ჩემს გვერდით საწოლზე ესვენა გვამი...

ეკატერინე მაღედანი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი