პანტა


❤მთები გასცქერიან ნარინჯისფერ სივრცეს,
ყანებში მარტო დარჩა პანტა
მოსავალს არ იღებენ,
ღობეს არიდებენ თვალს...
სვანების ყანები თავს ვეღარ უვლიან...
კოშკები მდუმარედ წუხან...
ახლა
გიგანტურ მთებში გვირაბი იჭრება,
სახლში დაბრუნდება ბექნუ...
 პანტა გაიხარებს,მაჟალოს მოუხმობს,
 ირბენენ შვილები იდუმალ სივრცეში,
 თვალს ვერ მოსწყვეტენ მთებს...
კატერინა მაღედანი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი