შენ


ქალწულის შეუღებავი, ჩანჩქერივით  თმები,
სიფრიფანა წელი, სულის გამამწარებელი კორსეტები,
მაქმანებიანი გრძელი კაბები,
და წითელი ეიფორია შენამდე იყო.
ღრუბლიდან მიწაზე გადმოაბიჯე,
მაკიაჟით ,სახეს იხატავ,წამწამებს იკრავ, თმისფერს იცვლი, გინდა აფიქრებინო ყველას ლამაზიაო.
აზრებს უცერემონიოდ გამოხატავ.
შეცდომების აღიარება არ გაშინებს.
არც სათნოებას ეცილები არაფერს, არ ართმევ როლს,
არც აზრებს არ აჩაგვრინებ არავის, ისინი შენი კედლებია, მტკიცედ ნაგები.
იცი სამყაროს გარღვევა ,
ცეცხლში ფეხშიშველ შევარდნას რომ ჰგავს.
და ბედავ იყო...
გრძნობ, რომ ცვლი.
თვლი, რომ შეგიძლია.

კატერინა მ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი