(მთვარე, ათასი ქალწულივით მორთული ..)


მთვარე, ათასი ქალწულივით მორთული, ღრუბლებს,
გასცურავდა და ბრუნდებოდა უკან კენტადვე,
კრიალოსანზე გიშერივით ასხმული ღამე,
მონუმენტივით ჩამოჰქონდათ ციდან კენტავრებს...
შემოყუჟული ფრთანათელი მტრედებით სავსე,
ხის აკვანივით ირწეოდა სულის ქანდარა,
ღმერთს დედამიწა ხელისგულზე ისე უცემდა,
როგორც უხილავ ძაფს მიბმული გულის ზამბარა.

ეკატერინე ზურაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი