(და ყინულივით ილევა ..)


და ყინულივით ილევა დარდის,
ნაქანდაკარი თეთრი ლოლუა..
მარადიული ცვალებადობის,
დღეთა შავ - თეთრი ალეგორია...
უნიკალური გონის მანქანა
შემოჭრილ ვირუსს უმიზნებს ყვავილს
და ბრმა რწმენიდან, თავდაღწეული,
ფრთებივით იქნევს ჩარჩოს და ყალიბს...
სული მზერიდან ამომსხლტარ მტრედებს
მზესავით ისვამს ხელისგულებზე,
და უსახური სიზმრის ფაბულას
გაღვიძებამდე იმსხვრევს ტუჩებზე.

ეკატერინე ზურაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი