წუხელის ღამე მე რომ მეგონა


წუხელის ღამე მე რომ მეგონა,
ცაამღვრეული სულის წვალებით
წვიმდა და... თურმე წვიმა კი არა
კაცი ტიროდა ღმერთის თვალებით.
წუხელ ცრემლები სამყაროს გულზე
ბრწყინავდა როგორც ფოთოლზე წვეთი
და გზას მისდევდა უჩრდილო ლანდი
ისე მდუმარე ვით ქრისტე ღმერთი.
სიცივისაგან ღონემიხდილი,
წყლის შროშანებზე ესვენა მთვარე
და ბუმბულივით მსუბუქ თითებით
დღეთა ყუნწებში უბნევდა თვალებს.
მე რომ მეგონა წვიმა ცრემლებით,
ღამეს ჯმუხ მხრებზე ეფინებოდა
წვიმა კი არა... კაცის ტკივილით,
თურმე ღმერთს გული ეწურებოდა.

ეკატერინე ზურაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი