წვიმა


წვიმამ 
მოუხმო 
ადადს 
და მიწას
თავზე 
დაადგა 
წვეთის 
ტიარა
მერე 
ქარს 
გაჰყვა 
თუმცა 
წასვლამდე
ცისარტყელაზე 
იმშობიარა.

(ადადი, სინათლისა და 
ჭექა-ქუხილის ღმერთი 
ქართულ მითოლოგიაში)

ეკატერინე ზურაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი