ყვითელ ბილიკზე


...
ყვითელ ბილიკზე ხის კენწერებში
ქარი ილეწავს ზურგზე საფრთეებს,
და ხელისგულზე აკენკილ ცრემლით
სუფრას უკაზმავს დარდის მართვეებს.
ფოთლების გვირგვინს იხდის სევდა და
საღამოს შუბლზე აკრავს ჭიკარტით
მერე მოდის და გათენებამდე,
თვალებს მიკორტნის ფიქრის ნისკარტით.
მთვარის პორტრეტი გუბის სარკეში
ღამეს ხმელ ფოთლებს აცლის უბიდან
და ვულკანივით მდუღარე ლექსებს
ვარსკვლავის მტვერით მწმენდავს შუბლიდან..
ჩვილივით ახალ ფეხადგმულ გრძნობას
ქვეშაგებს ვუგებ სულის ხავერდზე
და სიზმრის ტარზე გაბმულ ზმანებას
მშვილდივით ვღუნავ ცხადის გრავერზე.

ეკატერინე ზურაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი