ეპიტაფი


მინდა რომ ვიყო მარტოსული ამ ქვეყანაზე
დაბრმავებული . . .
ჰომეროსივით ვყვებოდე ამბებს;
მინდა რომ მეგობარიც გვერდით არ მედგას;
მტერთან ბრძოლისას,რომ არ შემეშინდეს დანის ჩაცემის;
მინდა,რომ ვიყო იკარუსი
ურჯულებელი . . . 
მზესთან მისვლისას შემეშინდეს დაბლა დაცემის;
მინდა,რომ მერქვას ადამიანი
ერთი ჩაკბეჩვით შევიგრძნო ცოდვა;
მინდა,რომ მერქვას ფარაჯანოვი
ამა სიძველეს ფერებით შევასხა ხოტბა.
მინდა,რომ მერქვას ნიკალა ლოთი;
ფუნჯის ტარს,რომ ვიჭერდე ცერად.

მინდა ქმედიც და შემოქმედიც მეწეროს ერთად
მინდა ჩემი მუზები გამიწვნენ ფეხთან,
მინდა უკვდავების სახელი დამრჩეს,
მინდა  შექმნილით ვუტოლდებოდე ერთადერთ ღმერთს

მინდა ჩემი სახელი კოლიზეუმს დიდ ტონად ემჩნდეს
მინდა ჩემს სადიდებელს აგალობლებდნენ ბავშვებს,

მაგრამ წამით,რომ ჩამოვივლი წვიმიან ქუჩებს
თქვენი ფიქრები ყურის ძირთან ჩამესმის ქშენად
ჯაჭვით დააბით თქვენი სულის ავი ქოფაკი
სანამ დაეძგერა გულის მავთულებს.
ერთი თხოვნა მაისრულეთ თუ გაქვთ პატივი
წამით დამტოვეთ საკუთარ თავთან ეული,მწყრალი
რომ ბროწეულის ხის ქვეშ მოვითქვა სული
რომ წითელ კვირტებს საბოლოოდ შევავლო თვალი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი