ჩანახატი
რაბათის ციხის ნანგრევი, უგუნურ ბრბოთა თარეშში... ო, მერამდენედ აღდგენილს ჩემს უკვდავ ზენა მხარეში. დგანან კლდეები დუმილით, ობოლი სიყრმის მოწმენი... ხან უწრფელესი სურვილით, ხან იდუმალი მოწყენით, ... და მოზმანება ღამისად _ იმ ჩემი ტკბილი მამისა... გლოვაში ცრემლის მწმენდელი _ დედის ლოცვა და ალერსი... ჯვრის ეკლესიის კედელი და ზეცა უნეტარესი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი