განა არვიცი?!


განა არ ვიცი ცუდი შენ რომ ხარ, 
ჩემთვის ძვირფასო,სხვისთვის არვიცი..
განა თვალებზე ბინდი ამეკრა,
ლტოლვის ფიქრები მწვავდა,წამებში
და მაინც  ყოფნა მსურდა მიზეზით.
თუ უმიზეზიდ მინდოდი მაინც.
ვიცი,ვხედავდი ამ ორპირობას 
გაგიკვირდება, სხვა ქალის სუნსაც,
ვგრძნობდი შენს თავთან ხომ თავი მედო?
და ფიქრებიც კი იმ სიჩუმეში, შენთან მყოფს 
წილად მაინც არ მერგო.
"მე დაჭრილი ვარ უიარაღოდ,
მე შენს სიყვარულს ვერ გავექეცი"
სიტყვებს ვისესხებ  ლადოსგან, ვღელავ..
ვხვდები,რთულია პოვნა ნახევრის
მე მეოთხედიც არ მერგო შენგან.
ეს მე არ მინდა სხვისი ნუგეში
ვარჩევ ცუდს და კარგს, 
განა არვიცი?
უღირს კაცს ვუწერ ლექსს და განვიცდი
ეს განცდებია შენ რომ არ იცი.
 სხვა ქალის თვალებს უმზერდი მაშინ,
ჩემი თვალები ცრემლებში იდგა,
შემჩენევისთვის კი საჭირო მხოლოდ
 იყო შენი დრო  და ჩემი ხილვა.
მინდა განვდევნო  გრძნობა მოსული 
მინდა გავექცე ,ოხ როგორ მინდა..
გზაზე დამეცი სეტყვის ძალებით,
წვიმად მატირე და არ დამინდე,
არ ხარ შენ ის ვინც იმსახურებდა,
სანთლის ანთებას ჩემი ხატის წინ.
შენნაირები ღირსია:
ჩუმი ფიქრების ტვირთის
და მდუმარების ზიდვის აუტანელი შიშის.
გული  დადუმდა ტანჯვით და დაცდით,
განა არვიცი?! 
განა როდესმე მე მოვტყუვდები?
ნებით თუ გაცდი როლში კვლავ შესვლას,
დასასრულში კი მე ასჯერ  წასვლას ვამჯობინებდი დარჩენას შენთან..
 ოხ,ამ სიყვარულს რად არ აქვს 
ზომა, წონა და ზღვარი,
 ვის რად უჯდება ვინ იცის
იქნებ გაყიდვად სულის?
 გახმაურება სჭირდება? 
თუ მალვა როგორც უწინ .
მაინც მიყვარხარ! მაინც..და
 ვერ გიმეტებ შენ გასაშვებად,
ისეთად გტოვებ როგორც მეგონე ,
გულმაც შეწყვიტოს არითმიები,
ლექსს გიწერ ბოლოს 
და აწი შენზე,ფიქრის გასროლაც იქნება ტყვია და
 თანახმა ვარ თავშესაფარად მე დამრჩეს  მიწა.
არ გაპატიებ,ვერ გაპატიებ
 მტკივა და ჩუმად დუმილსაც ვებრძვი,
ვარჩიე წასვლა და კარგად..
გესმის?!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი