*** ( შენ მიმატოვე საგნებთან ერთად..)


***
შენ მიმატოვე საგნებთან ერთად,
რომლებიც მე მგავდნენ და ჩემსავით შენს ხსოვნას იტევდნენ.
ახლა ისევ მარტო ვდაგავარ და ვუყურებ როგორ იშლება ის,
რაც უამრავი დეტალით, სიტყვითა და გრძნობით ავაგე.
ისევ მარტო დავდივარ ქუჩაში, რომელიც მაგრძნობინებს, რომ მხოლოდ პოეზიის წილი ვარ.
ყოფას დავშორდი და მგონი, არც არასდროს ვყოფილვარ მასთან.
თბილისის ქუჩაში მიტოვებულ სახლივით ვდგავარ, რომლის ფანჯრებზეც ბადე შემოუკრავთ, რათა დაემალათ არყოფნა და სიცარიელე,
მაგრამ ჩემსავით მიტოვებულნი, მასში დარჩენილ დამტვერილ საგნებს ხარბად უმზერენ.
გარე ხმათა სიშიშვლე არასდროს შეიმოსავს თავს
და ახლა შენ გესმის, რომ
ჩვენ -წილნაყარნი ერთმანეთის წინაშე დავრჩით -წილაყრილნი.
ჩემს ოთახში რომ ვჯდები, ველი ქარებს, შემომძარცველს ფოთლების ხისას,
მგონია მოხვალ, ჩამომიჯდები გვერდით და მკითხავ - როგორ ხარ?
მე კი ისევ ძველებურად გიპასუხებ, რომ არ ვიცი.
მერე მომიყვები თავს როგორ ვგრძნობ, როგორ მიგრძვნია და როგორ ვიგრძნობ.
ყველა დროში აარსებებ ჩემს თავს და გრძნობებს,
მერე კი ისევ გავიღვიძებთ საკუთარ სიზმრებიდან,
სხვა ქალაქებში,
სხვა ოთახებში,
სხვა სხეულებში..

2019/14/12

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი