*** (ათენებ_ წამებით...)
ათენებ_ წამებით, რომლებიც შენს მშფოთვარე ხმაში, სევდიან მზერაში და დაღლილი სხეულის მოხრილობაში მჟღავნდება. ხმაში, რომელმაც ჟრუანტელი მოჰგვარათ. მზერაში, რომელიც იქმნა სამშვინველად, სხვათა დარდისა, სხეული_ უსხივოსნობით ეული, და გრძნეული_ ვითარცა გვემული. ღამისეული ნიავი, ლამპიონები, სკვერი, ტროტუარები , ხეები, ფანჯარა, შენი ანარეკლი მინაზე, რაფა, რაფაზე ყვავილი_და შენ. ელი განთიადს. ელი ვარდნას ხარაჩოდან. ელი უფეხსაცმლოდ დარჩენილ შვილს, რომელიც თურმე ამ საღამოს უმამოდ დარჩება. ელი შენს საწოლს_ცარიელს. ელი შენს გვამს_ექსპერტიზაზე. ელი ადამიანს , რომელიც პირველი ამოიცნობს შენს გვამს და გამოგაცხადებენ ალბათ მერე_ იდენტიფიცირებულ გვამად.. ელი ხმებს _“სიკვდილით სავსე ქალაქი“. ელი შენი სიკვდილით ამბოხებულებს ქუჩაში , რომლებიც მკვლელებმა კანონდარღვევისთვის დააპატიმრეს. მზად ხარ თავისუფალი ვარდნისთვის? მზად ხარ. მზად იყავი ხარაჩოზე ასვლისას. მზად იყავი ფორმის ჩაცმისას. მზად იყავი _შვილს რომ ეფერები_მაშინაც. მზად იყავი_როცა გძინავს.. გათენდა. დაცარიელდა შენი თბილი საწოლი (შენი სურნელის დროებითი იზოლატორი) , ამოგიცნეს, ადამიანთა ხმა : „სიკვდილით სავსე ქალაქი“, დააპატიმრეს. -გესმის...?.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი