*** (ადექი_ხვალიდნელი აისი გაუქმდა...)


ადექი_ხვალიდნელი აისი გაუქმდა.
შენი თვალები უკანასკნელად ითვისებენ სხივებს_მზის.
შეგიძლია უკანასკნელად გაიხადო ღამის პერანგი,
გადააფარო შენი სხეულის სითბოს და მწუხრის სიცარიელეს საბანი.
გადახსნა ფარდები, შემოაღო აივნის კარი _შეისუნთქო იანვრის დილა, შეიზარდო ტოტებშორისში მორჩენილი პოეზია.
შენ გაიღვიძე , გაიღვიძე უკანასკნელად.
ჩამოიბანე ღამის ფიქრი წამწამებიდან.
ჩრდილი ტოტების სამზარეულოს კედლებზე გადაჭიმულა, სვამ ყავას და ისინიც შენს სხეულს ითვისებენ, მოგყვებიან და შენთან ერთად იცვამენ სამოსელს _დილის, შუადღის და საღამოს სასხეულოს.
მე კი შეუმჩნევლად გაგრძნობინებ რომ _ყველაფერი ლამაზია, იხედები სარკეში და გრძნობ სიმშვიდეს. ხედავ შენს თავს, უკან საგნებს_რომელნიც თავშეკავებითა და მდუმარებით მყიფედ გიმზერენ.
გაგრძნობინებენ _ყველაფერი რომ კარგად არის.
შენი სხეული მიჰყვება დილის სიმღერას, შენი სული კი ჯერ მზად არ არის...

დღეს ისრულებ და უკანასკნელად შეხედავ აისს _ ყოველთვის სევდიანსა და ლამაზს...

ჟრუანტელი შენს სხეულში_ შედიხარ ბნელ ბინაში და ირგვლივ აქრობ დიდი სინათლით _ყველა საგანს, ხმას და სინათლეს შენში, და მრავალ სახელზმნაში. მეზობლების ყავის სმაში, ბავშვის უშფოთველ ძილში, მსუბუქი ფილმის ყურებაში, სარკის ამრეკვლელობაში, მდუმარებაში.
შენ აღარ იცი რა შეგიძლია _ემშვიდობები სიკვდილით სავსე ქალაქს.
სამძიმარზე მოდიან _მერები, მინისტრები, პრეზიდენტი (რომლებიც დადიან საკუთარ უპასუხისმგებლობას შეწირულთა სამძიმრებზე) _და შენი პატარა გოგონა, ატირებული თვალებით და გაურკვევლობის სიცივით სავსე.
სიცივით, რომელიც დუმდება და რჩება _სიკვდილით სავსე ქალაქში.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი