გაიქეცი
გაიქეცი ადრე უფრო ბევრს ვიცინოდი. ხასიათიც მარტოსული მარტის ამინდივით არ მეცვლებოდა. აი ისეთი ვიყავი მეგობრებს ჩემთან გართობა, რომ უხაროდათ. შემდეგ კი სრულებით შევიცვალე, ბევრი რამ მასწავლა გავლილმა დრომ, ბევრი რამ დამანახა, მატკინა, საკუთარ სინდისში ჩამახედა... ახლა მე თვითონ არ მახარებს არაფერი, გაფუჭებულ რობოტად გადავიქეცი, რომელსაც არცერთი გრძნობა არ ტანჯავს, უბრალოდ დგას და გაჭირვებით საკუთარ მისიას ასრულებს. რეალური ცხოვრების დანახვაა ყველაფრის საწყისი ადამიანში და ჩემშიც ეს გარდატეხა მოხდა. ჭეშმარიტად გავიაზრე და მივხვდი, რომ არაფერს წარმოვადგენ და არაფერს წარმოადგენენ ადამიანები. ვერასდროს ვერ შეისწავლი საკუთარ თავს და ამ პროცესს მთელი ამაზრზენი ცხოვრების მანძილზე განაგრძობ სანამ სხეული სულის ტანჯვით არ დაიღლება და გაფრენას არ მოინდომებს, შენც აიხსნი დაბერებული ხელებიდან დაჟანგებულ რკინის ჯაჭვებს და მისცემ სხეულს, ყველაფრისგან დაღლილ სხეულს გაქცევის უფლებას. გაიქეცი... გაექეცი ჩაკეტილ სივრცეს, ერთფეროვნებას, ყოველდღიურ დამქანცველ რუტინას. გაექეცი ადამიანებს, რომლებიც გულს გტკენენ, გაექეცი ღმერთს, რომელიც არასამართლიანად, სურვილის მიუხედავად გამალებით მოგსდევს, გაექეცი ყველას ვინც ცდილობს შენს შეცვლას, რათა დარჩე ისეთი, როგორიც ხარ! გაიქეცი, რომ იფიქრო იმაზე თუ ვინ ხარ და რას წარმოადგენ. გაექეცი ამ ბინძურ სამყაროს და იბრძოლე იმისთვის, რომ ოდესღაც, წლების შემდეგ რობოტებად ქცეული ეს არსებები დაუბრუნდებიან ,,ადამიანის" სხეულებს და მიხვდებიან... მიხვდებიან ადამიანობის ნამდვილ არსს! გაიქეცი და არც კი გაბედო უკან გამოხედვა, რადგან მერე გადაგივლიან, ბოლომდე გაგთელავენ, დაგამარცხებენ. დავმარცხდი... ე.მარღია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი