ეძებ
საომარი ტყვიებივით მიყენებულ მძიმე ჭრილობებს არ შეგიძლია უმკურნალო, რადგანაც ამ ქვეყნად არ არსებობს წამალი, რომელიც ტკივილებს შეანელებს არათუ შეაჩერებს. და ამიტომაც ჩემს ნატყვიარ ჭრილობებში ბინძურ ხელებს ვიყოფ და პირში ტილო გამოჩრილი საშინლად გავჰკივი. ეძებ ადამიანებს, ეძებ, რომ ელაპარაკო. ელაპარაკო შენს სევდაზე, პრობლემებზე, ტკივილებზე. ელაპარაკო და საკუთარი ყველაზე შავი და მძიმე საიდუმლო გაანდო, რომელსაც საკუთარ თავსაც უმალავ მაგრამ თავადაც იცი, რომ ვერ იპოვი ადამიანს, ისეთ ადამიანს, რომელიც დაჯდება და უბრალოდ მოგისმენს. ამიტომაც ყოველ ღამე, როცა დასაძინებლად წვები, ოცნებობ. ლოცულობ მიუხედავად იმისა, რომ ურწმუნო ხარ. დგახარ ცარიელ კედელთან და ლოცულობ დამჭკნარი თითებით და ყოველი ლოცვის შემდეგ იფიცებ, რომ თითებს მოიჭრი, რადგან არ გინდა საკუთარ თავს მისცე უფლება იმისა, რომ გაქვავებულ გულში, რომლის კარები რკინის ლურსმნებით ამოჭედე ღმერთმა იარსებობს..... გგონია მარტივია? იარსებო იმაზე ფიქრით, რომ ფუჭია ყველაფერი. ოდესმე გაგჩენია თავში აზრი, რომ ადამიანები ამ ცხოვრების უსამართლობაზე, რომ ფიქრობდნენ აუცილებლად გააფრენდნენ, შეიშლებოდნენ, თუმცა ეს მე გამიჯდა ტვინში, ამეკვიატა სულელური აზრები , მოსვენება დავკარგე. ეს სულელი ადამიანები კი მეუბნებიან ჩვენ მხოლოდ ჩვენს ცოდვებზე ვაგებთ პასუხს, ჩვენს ქმედებებზე, ჩვენს პრობლემებზე, ტკივილებზე... მაშინ განა რისთვისა ვარსებობთ? რა აზრი დევს სიყვარულში და სიკეთეში? მაშინ ვინ ვართ ადამიანები? რაღა დაგვრჩა სადარდებელი, რაღა უნდა გვტკენდეს გულს, რაღა უნდა გვაბედნიერებდეს სხვა თუ არა ადამიანის სევდა და სიხარული... უძილობა მჭირს და ყოველ ღამე ნახევრად შიშველი ღია ფანჯარის წინ ვდგები. სიგარას ვიღებ და ზედიზედ რამდენიმე ღერს ვეწევი. სიო, რომელიც გათავხედებული ნელი ნიავით უბერავს დაღლილ ფოთლებს სახეზე მელამუნება და ძილის საშუალებას არ მაძლევს... სახლში ყველა ნათურა დავამსხვრიე, რომ უსასრულო სიბნელე მეგრძნო, თუმცა ისედაც შავი ვარ... გამაყრუებლად შავი. საკუთარ თავს ვეღარ ვცნობ და უკვე შევეჩვიე ამ გამოკეტილ სივრცეში არსებობას. მარტოობისთვის, რომ ვართ გაჩენილი ამას დიდი ხნის წინ მივხვდი, როცა გავიაზრე, რომ სიყვარული არ შეგვიძლია. ეჰჰ საცოდავო ადამიანებო! არ გეზიზღებათ ამ ამაზრზენ რეალობაში თქვენი არსებობა? მე კი ჩემს წარმოდგენაში ლაჩარი არ გამოვდექი და მთელი სიცხადით წარმოვიდგინე, როგორ ვკლავ ჩემს თავს. ამიერიდან ჩემი სინდისის უსინდისობაზე იქნება დამოკიდებული ჩემი სინდისიანობა და ვიცი, რომ ბოლომდე დაბნეული ჩემს იმედებს ვერ გავამართლებ, ლაჩარი გამოვდგები და უარს ვიტყვი საკუთარ წარმოდგენებში ულმობელ თვითმკვლელობაზე. ე.მარღია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი