მარტოობა...


მე განშორების ცივი თოვლი დიდხანს მეხურა...

ვინ იცის,რამდენი ადამიანია მარტო.უმეტესად ადამიანებს ფიზიკური მარტოობა უფრო დიდ ტრაგედიად მიაჩნიათ ვიდრე სულიერი. ვერ გეტყვით დაზუსტებით , რადგან ყველა ადამიანი ინდივიდია , და თითოეული სხვაგვარად აღიქვამს ყოველივეს.სიმარტოვე ,ისეთივე მოუშორეელი სენია როგორიც უმეტეს შემთხვევაში კიბო.ოჰ,როგორი ძნელია მარტო გაუმკლავდე ყველაფერს.ზოგადად ადამიანების უმეტესობა არ არიან მარტონი. ისინი თავად ქმნიან ისეთივე გარემოებას სადაც თავს მარტო იგრძნობენ . შემდგომ კი მოთქვამენ იმაზე თუ როგორ დასაჯა ცხოვრებამ ,რადგან ამ ქვეყნად მხოლოდ ის განიცდის აუტროფობიას.ადამიანი ისეთი მოწუწუნე არსებაა , ვეღარ  გავწვდებით მის აღწერას.თითოეულ ჩვენგანს შეუძლია შექმნან ისეთი ვითარება სადაც მარტო თავს არ ვიგრძნობთ .ყოველივე ამის შემხედვარე ,იმის მაგივრად ,რომ ადამიანმა საკუთარი თავი მარტოობაში არ ამოიხადოს ,ყოველივე ცუდს არჩევს.

ყოველთვის ასე ავღწერდი მას:
ჩემს ოთახში ყოველთვის მოიძებნებოდა მისი ადგილი, არ მტოვებდა ,თავს დაუცველადაც არ მაგრძნობინებდა , და ზედმეტადაც არ მავიწროვებდა. მაგრამ იყო ერთი გარდაუვალი ფაქტი , მის შემხედვარე საკუთარი თავი მძულდა კიდეც. არც შეგაწუხებდა ადამინს,ოთახის კუთხეში იჯდა მიყუჟული,და საწყალი თვალებით შემომცქეროდა .თუ ღრმად შეხვიდოდი მის მდგომარეობაში ,მისი თვალები ისეთი ღრმა იყო უფსკრულისკენ მიგაქანებდა. ამიტომ სულ ვარიდებდი მის მოწითალო თვალებს რომელიც მოწყალების თვალებით კი არა, ბოროტებით იყო გავსებული .ერთხელ ოთახში არ დამხვდა, გამიკვრიდა კიდეც ... ერთი დღე მეორემ ჩაანაცვლა მაგრამ ის კვლავ არ ჩანდა... ეჭვებში წავედი, სულ უკუვაგდებდი ,მაგრამ მე ხომ ის შევიფარე. შევწუხდი ყურადღება ,რომ ვერ მივაქციე ,ნუთუ ასეთი უგულო ვარ მეთქი . შემდგომ მომენატრა კიდეც ... რაღაც ძალიან უცანური გრძნობა იყო.
ერთ წვიმიან ღამეს კი სევდით გავიჟღენთე , ეს ცრემლები კი ჩანჩქერივით მოედინებოდნენ. თავი იმდენად უსუსურ არსებად ვიგრძენი ,ვერც კი აღგიწერთ .მოვიკუნტე ... წამის მეასედშიი კი ის ჩემთან გაჩნდა , აი მაშინ კი , ნამდვილად არ მინდოდა მისი მუნ  ყოფნა .ვითომ თანამიგრძნობდა ,კი არა, მხრებზე შემაჯდებოდა და გეენის ცეცხლში ჩამითრევდა.ამიტომ უარი ვთქვი მე მასზე კვლავ .ის კი მისი თითქოს მომხიბვლელი თვალებით შემომყურებს და მეუბნება : ბევრმა ვერც კი დამძლია და სულ თან დავყვები ,მაგრამ შენ , შენ რაღაც სხვა ხარ... რაღაც სხვა გრძნობა ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი