Everyday...
ყველა რაღაც ახალს ელოდება,მე კი მოუთმენლად ველი ხვალინდელ დღეს,ეს კი ყოველდღე გრძელდება.რა იქნება,როდესაც არ გათენდება,სრულდება თუ არა ყველაფერი...ისევე როგორც სიმღერას,ფილმს,სპექტაკლს,წიგნს აქვს დასარული.როგორი არამდგრადია მაშინ დღე,როცა ყველაფერი სრულდება,როცა მზიან დღეს წვიმიანი დღე ანაცვლებს,როცა ბედნიერების ადგილას მწუხარება თავსდება, და მაინც,რა უსამართლო,უმართავია წუთისოფელი.ზოგი იმასაც საყვედურობს საკუთარ თავს,რომ სიცოცხლეშივე ვერ მოასწრო ადამიანად ყოფნა,რთულია... როგორი დაუნდობელიც არ უნდა იყოს ცხოვრება,მანამ სანამ საათი საბოლოოდ შემოკრავს ცხოვრების ბოლო ზარს,აკეთეთ ის რაც გინდათ და სადაც გინდათ.ნუ გადადებთ და დაელოდებით,იქნებ არ გათენდეს... იმედი და რწმენა ესაა,რაც ხვალინდელ დღესთან მაკავშირებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი