მინე


მიყვარს მისი ფერმკრთალი,იასამნისფერი სახე რომელსაც სიწითლე დაკრავს. მიყვარს მისი გრძელი , მწვრილი თითები ,რომელსაც ჩემავე თითის ბალიშებით მის ხელის გულზე ოცნებებს ვხატავ. მიყვარს მისი ღიმილი , რომელსაც შეუძლია ათასგვრად დაგმუხტოს,და ყოველივე დადებითი მუხტი გადმოგცეს . მიყვარს მისი დაზბორილი ტუჩები რომელსაც ძალიან იშვიათი ფერი დაჰკრავს ,ვისზეც არ მინახავს. მიყვარს მისი თითოეული მიხრა-მოხრა. მიყვარს ,როცა ჩემს სახელს გაიძახის , გულს ელამუნება.მიყვარს მისი რბილი კანი , რომელიც განსაკუთრებული გემოთი გამოირჩევა... მიყვარს მისი თორმეტივე ნეკნი , რომლებსაც თითის გასრიალებით ერთი ამოსუნთქვით ვითვლი. მიყვარს მასში ჩემივე "მე". უკიდეგანოდ , მიყვარს . სადაც მე მას ვეკუთვნი მას კი მე. ჩვენი სხეულები ერთმანეთისკენ მიქრიან როგორც გიჟები საგიჟეთიდან.იაგუნდრისფერად მეჩვენება ჩემი სიყვარული, სადაც მხოლოდ ის ხატავს ფერებს . ფერებს , რომელიც მე მეკუთვნის და არა სხვას.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი