როგორ გადავარჩინოთ სიყვარული?
ჯერ სიყვარულის გადარჩენაზე კი არა , საკუთარი თავის პოვნაზე უნდა ვისაუბროთ. თუ როგორ მივიღებთ სიყვარულს ჩვენ, ან თუნდაც მივიღებთ რო? ხშირად როდესაც სიყვარულს ეხება საქმე , ყველა სხვანაირად ფარფატებს . ამას კი თავად ვერ ვამჩნევთ . ყოველთვის როდესაც სიყვარულს ვახსენებთ , უცაბედად თავს იჩენს ცუდი და კარგი მოგონებები . ადამიანი მოგონებებითღა სულდგმულობს. მოგონება სხვისთვის სახარბიელოც კი არის . ხშირად არის ხოლმე ჩვენს გუნებაში წარუშლელი მოგონებები. ჩვენს ცხოვრებაში მოგონებას დიდი ადგილი უკავია , ისევე როგორც სიყვარულს .ყოველი დღე სიყვარულისაა , ყოველი დღე მოგონებისაა. ასე ორივე ერთად შეხმატკბილებულიყვნენ. ზედმეტად მგრძნობიარე ხდები როდესაც შეყვარებული ხარ .წვრილმანმაც კი შეიძლება გული გატკინოს . სიყვარულს არ ჩვევია დეტალების გამოპარვა . ხშორად მაწუხებს ხოლმე კითხვა როგორ ვეჩვევით ადამიანს და როგორ გვიყვარდება იგი ისე , რომ საკუთარი თავი აჩუქო? მართლაც , რომ სასწაულია . ხო, ყოველი დღეც ხომ სასწაულია . სიყვარული ჯადოსნურია . მზაკვრულად მოვა და შემდგომ წასვლას კი არ ინებებს . ისე, რატომ უნდა წავიდეს როცა ის ნამდვილია. როდესაც აღმასვლასა და დაღმასვლას ნახავ შენი ცხოვრების გზაზე მიხვდები , რომ ამ ცხოვრებაში , შეიძლება სიყვარულმა დაგამონოს. როგორ უნდა გადავარჩინოთ სიყვარული? ჰმმ... მე სიყვარულის გადარჩენა არ ვიცი , მე ვიცი მისი ჩემამდე მოშვება და შემდგომ არ გაშვება . აი რა ვიცი . როცა გიყვარს , არკარგავ .როცა თვლი , რომ ვერ დათმობ უფრთხილდები . სიყვარულს ისევე როგორც საკუთარ თავს .მასაც თავის მოვლა სჭირდება , სულ უნდა ხურდეს როგორც ცეცხლის ალი . თუ კი , შეციებას იგრძნობს მაშინვე უნდა გათბეს . სიყვარულს სიცივე არ უყვარს . სიყვარულს სითბო უყვარს. ასეა კარზე მოგადგება და არც კი გკითხავს შეიძლება თუ არა , ისე შემობრძანდება . თავს დაგატყდება როგორც ელვა , მეხის გასროლის დროს კი გამოფხიზლებას ლამობდეს იქნება. მიზანშეწოლილია ის , რომ ადამიანმა შეიძლება ის უკუაგდოს . და მასთან მიკარების საშუალება არ მისცეს .ეს დაახლოებით ასი პროცენტიდან მხოლოდ ერთი პროცენტიღაა . მაგრამ ამას აქვს კი ასეთი დიდი მნიშვნელობა? ყოველგვარი მბრძანებლობისა , ბოროტმოქმედებისა , განცხრომისა და ყოველგვარი ცუდის შემდგომ თქვენ მაინც შეგიყვარდებათ ის თავდავიწყებით. შესაძლებელია იქამდეც კი , რომ მთელ ღამეს მის გამო ტიროდეთ .განა ეს შესაძლებელია რო ? რათქმაუნდა. მოციმციმე ცას შეჰყურებდე იქნება და ყოველგვარ მოგონებას შენთან ახლოს იხმობ . ყოველგვარი ტკბილი მოგონებისა თვალზე ცრემლი მოგადგება , და გაანალიზებ ,რომ გიყვარს . მაინც როგორი რთული ხასიათისაა ადამიანი , თავიდან შეყვარებას არ ლამობს ახლა კი თავდავიწყებით უყვარს . ასეა , ჩვენ ადამიანები ტანჯვას უფრო ვარჩევთ ხოლმე . როდესაც ალტერნატივას ვერ ხედავ ვერაფრისას მაშინ კიდევ ჰო . მაგრამ ესეც კი , მიზანშეწოლილია. სპონტანურად არაფერი ხდება ამ ცხოვრებაში . ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს. რთულია ხოლმე ცხოვრებას აეწყო . ისევე როგორც ფაზლის აწყობა ხდება ხოლმე რთული. რთულია ადამიანს ანუგეშო ,როდესაც მას სანუგეშოდ არაფერი არ დარჩენია. რთულია ყველაფერი...რთულ სიყვარულს მოაქვს ხათაბალები. რთულ გაგებასა და შერწყმას უყვარს სიყვარული.სიყვარულია როდესაც ერთ სარეცელს იზიარებენ ადამიანები. როდესაც მზის ამოსვლის დროს , ფანჯრიდან შემოსტყორცნილი სხივი ანათებდეს იქნება მის სახეს , ამ დროს შენ ტკბებოდე იქნება ლამაზი სანახაობით . და ნატრობდე იქნება , რომ ეს წამი საუკუნეს იტევდეს შენს ცხოვრებაში.განა სიყვარულს გადარჩენა უნდა ? მაშინ როდესაც ადამიანია თვით გადასარჩენი? სიყვარული ახლდეს ადამიანს და მასაც გადარჩენა სჭირდებოდეს? განა დიდი სისულელე არ არის ? სიყვარულს ელოდებოდე და ისიც სისულელე იყოს ? გაგიჟებით გენატრებოდეს და ეს განა შეცდომაა? არა ეს სიყვარულის ნაწილია , ზუსტად იმ სიყვარულის რომელიც უწინ განიცადე. სიყვარულსა მალვა უყვარს
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
მაგარია!