დე♥️
აი,იცით როგორია? გულს ბაგაბუგი ,რომ გააქვს და იცი რაღაც წვრილმანს ყოველდღე გიყიდის. როცა იცის თუ რა გილხნის და რა გიჭირს . იცით როგორია, როდესაც სალხში ფეხს შემოაბიჯებს და ომახიანად შემოგძახებს : "დე მოვედი" . ტანში ჟრუანტელი დაგდის , მთელი დღის უნახავს ახლა , რომ ნახავ. მახსოვს , პატარაობაში როდესაც რაღაცას აკოწიწებდა , ისევ და ისევ ჩემთვის , სახლში მოსულზე პარკისკენ როგორ გავირბენდი და ვეტყოდი:" დე , რა მომიტანე?" ის კი, უჩვეულოდ რომც არ ჰქონოდა გაიჭირვებდა და მომაწვდიდა ხელშივე მისი მთელი დღის ნაშრომს .მახსოვს როდესაც არ მინდოდა თმების დავარცხნა გავკიოდი ბოლო ხმაზე.ქუჩაში ვიპარებოდი ,შუადღეს არ ვიძინებდი ,(ძალით მაძინებდნენ)სახლში გაკეთებულ საჭმელს არ შევჭამდი და მეზობელთან ,მეგობართან გადავდიოდი იქ ,რომ მეჭამა. თითქოს განსხვავებული ყოფილიყო...მაგრამ ხომ იცით ბავშვების ამბავი... მოკლედ ერთი მოუსვენარი ბავშვი ვიყავი , და ვარ. ახლა კი, შუადღეს ძილითაც ვიძინებ ისე , რომ არავინ მაძალებს.თმასაც კი ვივარცხნი დ.ს.შ... მოკლედ შევიცვალეთ ,და ჩვენი ცხოვრების გარკვეულ ეტაპამდე, წლამდე შევიცვლებით. მაგრამ სახლიდან დაბრუნებულს პარკებში "ჩხრეკა" არასოდეს მომბეზრდება და არც შეიცვლება. ახლა როცა თავისი თითოეული ამაგი ჩემს მიერ დასაფასებელია . ახლა როცა მეტი მომეთხოვება ვიდრე უწინ . თვით "დედამ" მასწავლა ყოველივე. ძილის წინ , ყოველთვის ოთახის კარებს შემომიღებს ჩემი ანგელოზი თავისი თეთრი ქათქათა ფრთებით მოფარფატდება ჩემთან , და მეტყვის: "ტკბილიძილი" ბოლოს კი შუბლზე კოცნით მემშვიდობება. აი,ასეთია ჩემი ანგელოზი. ჩემი ანგელოზი არ ტირის , მას არ უყვარს სევდა .ანდა რატომ უნდა უყვარდეს ის ხომ , სიკეთით გაჟღენთილი მოფარფატე ანგელოზია. ჩემი ანგელოზი , სხვაგვარად მიხატავას ფერებს ამ სამყაროში . მისი მოფარფატე ფრთებითა , და ჯოხით ბევრს იქმნს . ის ჩემი ანგელოზია. ის ჩემი მშობელია. ის ჩემი დედაა. ის ჩემი სამყაროა . ის ჩემი მფარველია. ეს დედაა,ჩემი ანგელოზი, რომელსაც მწვანე თვალები აქვს და სიყვარულის ნაპერწკლებს მესვრის რომელსაც ჩემშივე ნერგავს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი