კვლავ აღვდგები
თავი 29 „-****,წვიმს,გესმის? -მაგრად წვიმს -ხომ მუდამ გეყვარები? -მუდამ -წვიმა,ხომ არ შეუშლის ხელს? -არა -რა კარგია!მეშინია წვიმის. -რატომ? -არ ვიცი,ძვირფასო,მუდამ მეშინოდა წვიმის .არ ვტყდებოდი თორემ... -მე ისევ მიყვარს. -წვიმაში სიარული მეც მიყვარს ,მაგრამ სიყვარულისთვის ცუდის მომასწავლებელია. -მე მუდამ მეყვარები . -მეც მეყვარები,-წვიმაშიც ,თოვლშიც ...სეტყვაშიც....რა არის ხოლმე კიდევ? -არ ვიცი,თვალები მელულება. -დაიძინე,საყვარელო,მე შენ მუდამ მეყვარები ,რაც უნდა მოხდეს. -წვიმის მართლა გეშინია? -შენთან თუ ვარ ,არა. -მაინც რატომ გეშინია? -არ ვიცი -მითხარი -არა -მითხარი! -კარგი,გეტყვი იმიტომ მეშინია,რომ ზოგჯერ მკვდარს წარმოვიდგენ ჩმეს თავს წვიმაში . -კარგი,ერთი! -ხან შენც მომეჩვენები წვიმაში მკვდარი. -ეგ უფრო ახლოა ჭკუასთან -არაფერის,მე მოგივლი და გაგიფრტხილდები ნამდვილად! თავის თავს ვერაფერს უშველის კაცი ,თორემ!... -ვინ მეუბნება ამას,თან ეგ სისულელეა და მეტი არაფერი. -ნამდვილად სისულელეა. -სისულელეა,ნამდვილი სისულელე.სულაც არ მეშინია წვიმის ,არ მეშინია წვიმის.ოო,ღმერთო ,ნეტა ,მართლა არ მეშინოდეს.“
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი