კვლავ აღვდგები
თავი 35 ამდენი გასაოცარი წელიწადი ერთად ,მაგრამ მაინც არ იყო საკმარისი .მინე... გრძნობა მეტია,ვიდრე სიტყვა...სხეული უძლურია,მაგრამ სულს სწყურია,უფრო მეტად,უფრო ძლიერად.-მინე,არასოდეს არასოდეს მომწყურებიხარ ისე, როგორც ახლა და რა უსასოო ვარ ,გაგრძნობინო ეს დაუოკებელი ვნება,რომელიც ყოველ შენს ამოხედვაზე მახურებდა ... ახლა ერთად გატარებული ყოველი წამის სიხარული ჩემს ძარღვებში სასიცოცხლოდ მიედინება და მიკვირს ,როგორ ვერ ვძლიე ან გძლიე , მაგრამ სხეულს არ ეყო ძალა უფრო მეტად ჰყვარებოდი ,დანებდა... სულს კი , სულს, მინე , იმ ვარსკვლავივით გჩუქნი ,ცას რომ ხატავს , იმ ფინჯან ყავად, შენ რომ სიამოვნებით სვამ, იმ წვიმის წვეთად ,უდაბნოს რომ ამწვანებს, ყვავილად ,საყვარელ სუნამოდ ,ბოლოს და ბოლოს- მზედ, რადგან მასავით მხურვალეა, მწველი და მანათობელი შენი სიყვარულით, შენთან ერთობით ,შენი სურნელით ,შენით... არ ვიცი, რა ჰქვია ახლა ამ შეგრძნებას ,როცა ერთდროულად ხარ ძლიერიც და უძლურიც ,ყოვლისშემძლეც და უმწეოც ,ყოვლისმეტყველიც და ბრმაც ... ვერ ავხსნი , იქნებ ,ყოფნა -არყოფნის ზღვარი ჰქვია ,მინე, რამდენი რამ შევძელით ,გადავიტანეთ ,შევინარჩუნეთ ... მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ . . . მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ . . . ზღვამდე... ცამდე... უნაპიროდ... უსასრულოდ... საკუთარ გონებაში დავბორიალობ,ვიჩხრიკები -ყველგან შენ ხარ, მინე, არ დამიტოვე არც ერთი კუთხე ეგოიზმისთვის, იქნებ ეს არის გამარჯვება ,ახალი სიცოცხლე უსხეულოდ,მაგრამ მაინც შენთან ... მინე, მადლობა ყოველი წამისთვის ,ტკივილისთვის, ბედნიერებისთვის ,ერთგულებისთვის... დაე,იყოს ბანალური ეს სიტყვები ,მაგრამ მე მხოლოდ სიტყვები მაქვს ახლა, მხოლოდ მათ შეუძლიათ ზიდონ,რასაც განვიცდი... მინე, ახლა ვხვდები,რა უბედურია ჯანმრთელი ,მაგრამ მარტოსული ადამიანი და რა ბედნიერი ვარ მე, ვისაც მიყვარს... მინე , მე გავიმარჯვე ,მაგრამ შენით , მე დავამარცხე ტკივილი შენი სიყვარულით , შევძელი მიმეღო ჩემი სხეული ისეთი ,როგორიც დაავადებამ აქცია,მაგრამ სული გავწმინდე და ავამაღლე შენთვის, ბედნიერი ვარ , მინე, მე ხომ მიყვარხარ... მინდა ,მთელმა სამყარომ გაიგოს ,მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ ... ახლა ადვილია წასვლა... ახლა სისავსეა ჩუმი... ეს არ არის განშორება... დროებით მივდივარ, რათა მაშინ შეგხვდე ,როცა მოისურვებ ... მანამდე კი გიყვარდეს... მცივა, მინე, ალბათ ,ეს მხოლოდ წამად გაგრძელდება ... მერე დიდი სინათლე იწყება ... მზის სინათლე ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი