მღლი.
მღლი შენი უსინდისო გამოხედვით, რომელიც აღმაგზნებს .მღლი შენი მოქმედებით ,სიყვარულით, ზედმეტი ყურადღებითა და აზროვნებით. .მიყვარხარ, არა იმიტომ,რომ ზედმეტად მოსიყვარულე ხარ,არამედ იმიტომ,რომ ჩემში გიყვარს ნაწილი რომელიც მე ასე მძულს. მღლის შენი მზერა რომელიც ზოგჯერ სამარეს მითხრის ,უფრო ხშირად კი გზას სრულყოფისკენ. შენი ზედმეტი ალერსი მღლის. ჩემი შეუხორცებელი ტკივილი ხარ .არა იმიტომ,რომ ამ ტკივილის დროს გადამიყვარდი , არამედ გადაყვარებისას ხელმეორედ შემიყვარდი. მღლის შენი მრავალფეროვნება ,რომელიც უსაზღვროდ მიედინება .მღლის ის უთვისტომო გაუთავებელი დუმილი რომელიც ჩვენში საუკუნეს გაგრძელდება .მღლის შენი გადაჭარბებული მიზეზები, რომელიც ტყუილით არის გაჟღენთილი.შენთან კამათი , და დაუცხრომელი ამბოხი მღლის . მღლის ბრძოლა ,სადაც მხოლოდ მე მიწევს რაღაც გავიღო ,რომ გადავრჩე .მღლის ანაქრომიზმი რომელიც მიედინება .მღლის ის გაუთავებელი დრო მოჭმული სიყვარული სადაც შენ მეფე ხარ მე კი დედოფალი . სინამდვილეში ,ჩემო აშტარტავ ოდნავადაც არ მღლი. მთელი დღის უნუგეშოდ მყოფს შენი ალერსი გამომაკეთებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი