არ გეტყვი ,რომ ჩემსავით სხვა ვერავინ შეგიყვარებს ,შეიძლება, იმაზე ძლიერ უყვარდე სხვას ვიდრე ახლა მე შენ .მაგრამ მთავარი ის არის ეყვარები სხვას ისე, როგორც მე ახლა?! 
ჩვენ არ შეგვიძლია რაღაც ან ვიღაც სამუდამოდ დავტოვოთ ჩვენთან. დრო მიდის და ყველაფერი ქრება ,მაგრამ ჩემი შენდამი სიყვარული არ გაქრება. რა იქნებოდა ერთმანეთი, რომ არ გვენახა? ამაზე ფიქრი არ მინდა. სიყვარული რუთის ახსოვდა, ესე იგი , უყვარდა კიდეც.ჩემო მინე ,უშენოდ სუნთქვა არ მინდა. არ გეტყვი იმას,რომ უშენოდ ცხოვრება არ შემიძლია, რადგან მოგატყუებ .შესაძლებელია, სიცოცხლის გაგრძელება, მაგრამ მე ეს არ მინდა. საერთოდ არ მსურს ეს. 
არ მინდა, რომ სხვისი იყო.მე შენ მიყვარხარ, და ვერავითარი გრძნობა ვერ აღწერს ამას. მე შენ მიყვარხარ და სხვა მიზეზი არ გჭირდება იმაში დასარწმუნებლად, რომ ჩემ გვერდით უნდა დარჩე. ყოველთვის შეშლილივით მეყვარები და ამას გპირდები. გპირდები,რომ შენს სუნთქვას ვუდარაჯებ,შენი იმედი ვიქნები და შენით ვიხარებ. 
ადამიანს სიჩუმეში უკეთ ესმის. ეს ჩემი სიჩუმე კი შენსავით ნაზია, იგი მასევდიანებს,მახარებს,მკლავს,მაფრთხილებს, და მხოლოდ კარგისკენ მიბიძგებს. ვხედავ, შენს სხეულში როგორ ყვავიან იები. როგორ იღვიძებს ბუნება. წელიწადის ამ დროს ხომ სილამაზეა.ბედნიერებაა დილით ჩიტების ჭიკჭიკი რომ გაღვიძებს, და არა საზარელი მაღვიძარა,თუნდაც მთელი ღამის უძინარი იყო, მაბედნიერებს, გესმის...
ამ დროს, გულში იმედი ჩნდება, ისახება ახალი მიზნები და იბადება ახალი იდეები.გულიც სხვაგვარად ფეთქავს,უფრო აჩქარებით , სისხლი გამალებით ჩქეფს და რბის. ცხოვრება იმაზე მეტად მიმზიდველი ხდება,ვიდრე აქამდე იყო. შენ აღვიძებ ჩემში გაფაფხულს,ზაფხულს,შემოდგომასა და ზამთარს.გაზაფხულივით-იმედის მომცემი ხარ,ზაფხულივით-მცხუნვარე,შემოდგომასავით-სავსე და ზამთარივით-მგრძნობიარე.
ძალიან ტკბილი ხარ... უსასრულოდ ტკბილი...
მხოლოდ ამის თქმაღა მოვახერხე .მინე, შენი ცხელი კანი მიზიდავდა, მაგიჟებდა.მე კი ისევ დავკარგე დროის ათვლა,უწინდებურად.
ჩემს გულში ყოველთვის გამოიდარებს...
შენი მამოძრავებელი ძალა ვიქნები, ის, ვინც შენს გრძნობებს მართავდეს იქნება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი