“ბედნიერების ცრემლები”
რა გითხრათ,რით გაგახაროთ... ხშირად მსმენია “ბედნიერების ცრემლებზე”,მაგრამ თავად აქამდე არ მიგემია.თავიდან ყველაფერი ნერვიულობით იწყება.ვერ იღებ საკუთარ თავს ისეთს,როგორიც ხარ.მეტს მოითხოვ,რადგან იცი,რომ შენი შესაძლებლობების მინიმუმს იყენებ,ამიტომ გადაწყვეტილია უნდა”იბრძოლო!”.შენს თავს ეუბნები “Ne vous inquietez pas”(არ იდარდო) “ყველაფერი კარგად იქნება!”,მაგრამ გბოჭავს,რაღაც,რაც მოსვენებას არ გაძლევს.ძალზე უფრო საზიანო და საშინელია წარუმატებლობის დროს მიღებული მარცხისას ნერვიულობა.ამქვეყნად არ ხარ,შენთავსაც არ ეკუთვნი. და მაინც უნა(ერთადერთი) გზა იმისა,რომ იგრძნო სიხარულის ცრემლები “ბრძოლაა”. ... გული გამალებით ძგერს,სხეულის ტემპერატურა იმატებს,სულ რაღაც ათ წუთში ვიღაცის ბედი წყდება.თვალები მიმძიმს,თავის ტკივილი ორად იყოფა,დრო ისე,როგორც არასდროს მიიზლაზნება.ირგვლივ ყველაფერი დუმს,ეს არაფრის მომცემი დუმილი კი განგრევს,გინდა ხმაური გამოიწვიო,თუმცა იცი,რომ ეს უფრო გაგაღიზიანებს. დრო... ნერვიულობა მატულობს... წარმატებამდე ერთი ნაბიჯი რჩება... უკმაყოფილების გრძნობა მაქვს,cependant(თუმცა) ჯერ ადრეა... და აი... ისევ,თვალები მზის სხივებივით კაშკაშებენ... ვერ ვმშიდდები... ბედნიერი ხარ,ნერვიულობ,უკვე აღარ იცი რაზე... Enfin(საბოლოოდ) თვალებს ამშვენებს ცრემლი ლამაზი,რომელიც ხაზებად გვემჩნევა ლოყებზე... “ბედნიერების ცრემლები”,აი,თურმე რა ყოფილა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი