...ვიდრე ახლა ხარ:)


მინდა იმაზე მეტი იყო ვიდრე ახლა ხარ...
მინდა ყოველდღე გხედავდე თუ,როგორ არხევს ქარი შენს თმებს,მერმე კი ნაზი ღიმილით ცდილობდე თავი დააღწიო ურცხვ ქმედებას.მინდა შენს ლამაზ ღიმილს ყოველთვის ვხედავდე,რომელიც სისხლძარღვებს გამიფართოვებს და გულს კიდევ შეახსენებს თუ,როგორ მიყვარხარ(je t’aime).მინდა,რომ ჩემს ირგვლივ დაფუსფუსებდე ბოლოს კი უმიზეზოდ,თუმცა მთელი გულით მკოცნიდე.მინდა გეხმარებოდე,განუგეშებდე,გეფერებოდე და იქამდე გამოვხატავდე ჩემს სიყვარულს მანამ სანამ აგონია არ შემიპყრობს.consequent(ამიტომ) გაღმერთებ იქ,სადაც ხარ,თუნდაც ჩემს გარეშე,Ne vous inquietez pas(არ იდარდო) საყვარელო მე სულ მეყვარები...
არაფერს არ გთხოვ,უბრალოდ იმაზე მეტად მინდა გამოვხატავდე სიყვარულს ვიდრე ახლა,მხოლოდ შენთვის!
მინდა რომ ჩემი იყო,ხშირად ვფიქრობ ხოლმე იმ უბედურ დღეებზე,სადაც შენ არ ხარ,წარმოგიდგენია?
არა,არა და არა მე სიცოცხლე მიყვარს ამ სიცოცხლეში კი შენ შემიყვარდი.სიცოცხლე შემოქმედებაა,რომლის სრულყოფილებამდე მიყვანა არის ბედნიერება!
•wherever you are in the world i’ll search for you•✨

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი