ჩემი ფანჯრიდან მთა’წმინდა მოჩანს✨


მშვიდი ღამეა,ქარი სახეზე ურცხვად მეფილემატოლოგება...
ჩემი ფანჯრიდან მთა’წმინდა მოჩანს.როგორი ლამაზია მაინც...
იქ სადღაც ვიღაც ძალზე ბედნიერია,ვიღაცას დარდი სტანჯავს და იმედგაცრუებით კვდება. რთულია,როცა შენ ახლა ამ მომენტით შენსავე მეორე “მეს” მოთხოვნილებებს აკმაყოფილებ,თუმცა ამ  ღამეს ამშვენებს ნაზი ჰანგები-“Mcvane otaxi-misebi”.შინაგან მღელვარებას ჭიქა ღვინო იწვევს...
მეფიქრება ხან კარგ,ხან კიდევ ცუდ დღეებზე...
მეფიქრება ადამიანებზე,რომლებიც წუთში სხვადასხვა გრძნობით იმუხტებიან...
მეფიქრება მომავალზე,რომელსაც ვხატავ მხოლოდ ჩემს გონებაში და არა ფურცელზე...
მეფიქრება აწ ნაფიქრ შეცდომებზე...
და მაინც,როგორი ლამაზია ის,რასაც თვალი ხედავს და გონება აღიქვამს...
მშვიდი ღამეა,ჩემი ფანჯრიდან მთა’წმინდა მოჩანს,რომელსაც სულით წმინდა შეარქვეს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი