ვრჩებით მუდამ_მარად ერთმანეთის გულებში💜


ვინ თქვა,რომ გარდაცვალებისას ყველაფერი მთავრდება.ვინ თქვა,რომ ადამიანები,როდესაც მიდიან ამქვეყნიდან,არაფერს გვიტოვებენ.ვინ თქვა,რომ წასვლას მხოლოდ ტკივილი მოსდევს და მეტი არაფერი.
პირიქით,მიდიან იმიტომ,რომ ჩვენს გულებში დარჩნენ.მიდიან იმიტომ,რომ მათი “ვალი” მოიხადეს.(ეს მაღალმა ღმერთმა უკეთ იცის ვიდრე ჩვენ...).მიდიან და ხშირ შემთხვევაში “ყველაფერს ან არაფერს” გვიტოვებენ.
სულ მომწონდა ბუდისტების მოსაზრება,რომ,როდესაც ადამიანი გარდაიცვლება ის მოვა სხვისი სახით,მთავარია შეამჩნიო იგი.
გახსოვდეთ,ჩვენ არ ვქრებით,არ ვუფერულდებით(გულებში).მივდივართ,რადგან სხვას სიცოცხლეს ვჩუქნით.
ერთხელ მოვდივართ და წასვლითაც ერთხელ მივდივართ(თითქოს ცალმხრივ გზას ჰგავდეს).ასეა,ცხოვრებაშიც ერთი შანსი გვეძლევა ან ვიყენებთ მას ან კიდევ ვუშვებთ,რადგან ველით მასზე უკეთესს,თუმცა,ვაი,რომ “ერთია” და ისიც ბოლო...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი