ის სურნელი...🌪
ის სურნელი მინდა შევიგრძნო,შეყვარებული ხალხის დილა “საყვარელოთ”,რომ იწყება და ღამე მისი ნახვით მთავრდება. ის სურნელი მინდა შევიგრძნო,ჩემგან შორს მყოფი დედის ალერს,რომ ვინატრებ და ჩემთან ჩნდებოდეს. ის სურნელი მინდა შევიგრძნო,საქმით დაღლილი ,რომ ვიკეცებოდე. ის სურნელი მინდა შევიგრძნო,ცრემლების დროს ვიღაც მათ შეჩერებას,რომ სცდილობდეს. ის სურნელი მინდა შევიგრძნო,შვილს რომ გაუწყრები და შემდეგ საკუთარ თავთან ფიქრობ. ის სურნელი მინდა შევიგრძნო,ვიღაც უმიზეზოდ თავს ,რომ მაკარგვინებდეს. ის სურნელი მინდა შევიგრძნო,გულის ამოძახილი,რომ ჰქვია. ის სურნელი მინდა შევიგრძნო,მარცხისგან მაინც სვლას რომ გამაგრძელებინებს(როგორც მებრძოლი!). ის სურნელი მინდა შევიგრძნო,თავშეკავებას წინ,რომ დააყენებს. ის სურნელი მინდა შევიგრძნო,მეგობრის ბედნიერებას რომ ეძახიან. ის სურნელი მინდა შევიგრძნო,დაბრკოლება ერთი ბურთის გაგორებად რომ მომეჩვენება. ის სურნელი მინდა შევიგრძნო,გასაჭირში სხვას რომ გაუწოდებ ხელს. ის სურნელი მინდა შევიგრძნო, ხალხის წინ რომ შემარცხვენს და იმედგაცრუების შემდეგ ფეხზე წამომაყენებს. და მაინც მე ველოდები შენი კანის სურნელს,რომელსაც ქარი მომიტანს...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი