ლანდივით დამდევს🕊


შენ ერთადერთი ხარ-ჩემი ღმერთი.თურმე რა ძალა ჰქონია მონატრებას,როცა გინდა სხეულს თითით მაინც შეეხო და სული შთაბერო."სიყვარული ვერტიკალურია,თანაც ბრუნვადი",გსმენიათ არა?-როცა თავს გაკარგვინებთ ადამიანი,მაშინ ზუსტად უნდა იცოდეთ,რომ ის თქვენთან ბოლომდე იქნება.აი,სულის ბოლო ამოქნეშვას,რომ ეძახიან.ლანდივით დამდევს შენი სახელი,ყველგან შენ ხარ.თან,როგორ არის იცით,ყოფნა არ ყოფნის მომენტია.გრძელ (ულოკაციო)გზას,გაუაზრებელ სიმღერას მოაქვს შენზე ფიქრები.არც მინდა,რომ შეწყდეს.ყოველთვის ვინატრებდი შენს გვერდით ყოფნას.შეუძლებელს შევაძლებინებდით ერთმანეთს(ეჭვიც არ შეგეპაროს).მე შენ აგირჩიე,შენი ლანდი კი ჩემს მფარველად მივიჩნიე.სადაც არ უნდა იყო,სულ აქ იყავი,ჩემს გვერდით იყავი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი