"მონა"-მონატრება
ზოგჯერ,მონატრება გადაჭაარბებულ გრძნობად მიმაჩნია.მაგრამ იცით რა, ჩვენ ვერასოდეს ვერ დავძლევთ მონატრების გრძნობას ბოლომდე,ჩათვალე უძლური ხარ. ერთის მხრივ ,რომ ჩავუღრმავდეთ მონატრება სასიამოვნო გრძნობაა,როცა იცი,რომ სადღაც ვიღაც უეჭველად გელოდება.ნახვის სურვილისდამიუხედავად იცი,რომ აუცილებლად ნახავ.წამის მეასედში კი ეცდები გამოხატო საკუთარი მონატრება შეხვედრისას. მეორეს მხრივ,მონატრებამ დრო არ იცის.არც ადგილი იცის,არც ის შუალედი იცის თუ როდის უნდა განელდეს.ერთხელ ყველას ცხოვრებაში ხდება,როდესაც ჩვენი ცხოვრებიდან ადამიანები მიდიან...ჰაჰ,მაგრამ ვაი,რომ ეს წასვლა სამუდამოს ჰგავს.უკან მოხედვასაც ვერ ასწრებ ისე ქრებიან ადამიანები. ასე უბრალოდ, ოთახის კარი სამუდამოდ მიიხურა ჩვენს ცხოვრებაში "ვიღაცამ".რა გითხრათ,ამასთან გამკლავებაზე ვისაუბროთ თუ იმაზე,რომ სამუდამო მონატრება ეშმაკს ჰგავს. სამუდამო მონატრებაც შეიძლება დავყოთ ქვეკატეგორიებად.ანუ,პირველი,როცა ჩვენ გვენატდება "ცოცხალი ადამიანი" , რომელმაც რაღაც მიზეზების გამო დაგვტოვა(ან პირიქით).მეორე, "იმქვეყნად მყოფი ადამიანი",რომელმაც დაგვტოვა, არა მისი სურვილით,არამედ იმიტომ,რომ ცხოვრებამ ასე ისურვა.ხშირად არ ხდება ყველაფერი ცხოვრებაში ისე,როგორადაც წარმოვიდგენთ. მონატრება ერთ-ერთი გარდაუვალია ცხოვრებაში. თუნდაც,რომ გითხრათ საყვარელი ადამიანის მონატრება,როგორ ღრღნის გულს თქვენც გაოგნდებით. ან კიდევ ოჯახის მონატრება... ისე,რა საოცარი და საზარელია, ცოცხლობდე და სიცოცხლეშივე გენატრებოდეს ადამიანი. და მაინც,რატომ, რატომ გვენატრება ადამიანებს ერთმანეთი ან რატომ მიგვყვავს ერთმანეთის ნახვის სურვილი მონატრებამდე?!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი