მრავალწერტილი.


ერთი მოხუცი ბებო მყავდა მეზობლად, ბავშვობაში ხშირად ვსტუმრობდი, (სახელს რომ ახლა ვურჩევდე ანეტას დავარქმევდი)კერვა ეხერხებოდა, მეც სულ მისი ჩაკერილი შარვლებით დავდიოდი,რადგან სულ მჩუქნიდნენ დიდ სამოსს,მაგრამ მახსენდებოდა ანეტა ბებო და მაშინვე მასთან მივაქანებდი თვალები ისე უჭრიდა ბევრ ახალგაზრდას შეშურდებოდა სათვალეს არასდროს ხმარობდა, როცა შესაკერი არაფერი მქონდა გამოვნახავდი ჩემს ძველ კომოდში რამე არასაჭიროს,მთავარია მიზეზი მქონოდა მასთან სტუმრობის მივიდოდი მაშინვე გამომეგებებოდა ღიმილიანი სახით და მეტყოდა ააჰ შენ მოხვედი, ახლა საზამთროს გაგიჭრი, აარჩევდა ყველაზე დიდს გამიჭრიდა და სანამ ბოლომდე არ შევჭამდი არ მეშვებოდა, მეორე სართულზე ერთი შავი პიანინო ედგა სულ მიყვარდა ან პიანინოზე ჯღარუნი, მოვიმიზეზებდი წიგნი მათხოვე მეთქი ისიც ამიყვანდა თავის დაკლაკლინ შიდა ხის კიბეზე, ავიდოდით და მაშინვე ავხდიდი თავს მტვრიან პიანინოს და დავიწყებდი დაკვრას თან ვუხსნიდი ამაყად,რომ დღეს მუსიკაზე ახალი ნაწარმოები ვისწავლე, მეთქი მასაც უხაროდა, ერთი ძველი ტახტი იდგა შესკუპდებოდა და მისმენდა დიდი გულისყურით, როცა უკვე გამომელეოდა დაკვრა წიგნებს დავუწყებდი თვალიერებას, რამდენიმეს ამოვიჩრიდი და წამოვიღებდი იმ იმედით,რომ მიზეზი კიდევ მქონოდა მოსვლის, შემდეგ ჩამოვდიოდით იწყებდა ჩემი შარვლის კერვას დაბლანდავდა მომაზომებდა მერე გავიხდიდი ააჭრიალებდა მაშინას და მეც არვაყოვნებდი, ვეკითხებოდი ყველაზე,რამდენი შვილი ჰყავდა.ერთი გოგო გათხოვილი და შვილიშვილებით,ერთიც ვაჟი რომელთანაც ცხოვრობდა ვაჟა ერქვა მახსოვს მის ხსენებაზე იმხელა სითბო ეღვრებოდა,რომ ვხვდებოდი მისთვის ის საკუთარ თავზე მეტი იყო, მიყვარდა მისი ისტორიები მისი ახალგაზრდობის ამბები, მეტყოდა ხვალ მოდი და წაიღეო მეც გამოვკუნტრუშდებოდი, გავიდოდა დღეები მახსოვს რომელიღაცა მკვდრის დღე იყო, ანეტა იძახდა სანთელი უნდა დავანთო ზედაშეზეო, ასეთი ტრადიცია ჰქონდა ერთიდღე იყო მკვდრის რომელსაც არასდროს ივიწყებდა და ყველა მის ახლობელს სათითაო სანთელს უნთებდა, ყოველთვის მარხულობდა,რომ გეკითხათ რატომო მაშინვე გიპასუხებდა ღმერთი მიყვარს და მიტოვო, ცოტა წამოვიზარდე ზამთარმაც მოატანა და ანეტა ბებო სოფელში ვეღარ გაჩერდებოდა გაუჭირდებოდა სოფლური ყოფა მარტოს, მაგრამ ის ასე ართვლიდა მისი ვაჟი თვლიდა,რომ თბილისში მასთან ერთად უნდა ყოფილიყო.მახსოვს, რომ მიჰყავდათ ასეამბობდა ვინიცის ჩამოვალ კიდევო, თვალები აწყდებოდა ხორციელად მიდიოდა მაგრამ ყველაფერს აქ ტოვებდა, მე მაინც ბავშვი ვიყავი, ჩავეხუტე და ვუთხარი მომავალ ზაფხულამდე ანეტა ბებო, მასე შვილო მასეო მითხრა და წავიდა, გავიდა დღეები თვეებიც უკვე ზაფხული ც უნდა დამდგარიყო დედა შემოვიდა სახლში მოკვდაო, ვინ მეთქი ჩვენი მოხუცი მეზობელიო, მაშინვე გავიფიქრე ასაკის გამო,წნევები და ათასი უბედურება რაც შეიძლება დაემართოს 80წლის მოხუცს, და უცებ ელვასავით დაიჭექა სიტყვება, სამზარეულოს კარებზე თოკი ჩამოკიდა და ისე ჩამოიხრჩო თავიო, უცებ ვერაფერი გავიაზრე შემოვედი ოთახში ყურსასმენები გავიკეთე და ავუწიე მუსიკას, რადგან დიდი ხანი არ მყავდა ნანახი ისევ ქალაქში მეგულებოდა, მეორე დღეს ჩამოასვენა მისმა საყვარელმა ვაჟმა,არმინდოდა იმ სახლში გასვლა,მაგრამ არც საკუთარ თავს ვაპატიებდი ამას, გავედი მოგეხსნებეათ სტანდარტული პროცესია, გავიარე ხალხმრავალი ეზო ის ბალკონი სდაც ვკერავდით ერთად, ის მაგიდა ისევ იქ დგას სადაც საზამთროს მივირთმევდით დიდი სიამოვნებით, ის კიბე უნდა ავიარო ვინმოითვლის რამდენჯერ ერთად რომ აგვივლია, ავდივარ შუაში არის გაბოტილი კუბო გარშემო ხალხი, ვჯდები სკამზე ის ოთახი მიყურებს პირღია სადაც მე ვუკრავდი ის პატარა ცუღლუტი ბავშვივით შემოჯდებოდა ტახტზე და სიამოვნებით მისმენდა, ცრემლები თავისით მოდის დაუკითხავი იერიშით, ვერვუძლებ და გამოვდივარ, მივდივარ სახლში და ვრთავ მუსიკას ძალიან მაღალ ხმაზე , ვფიქრობ რატომ უნდა გაეკეთებინა ეს მოხუცს,რომელსაც ისედაც დათვლილი ჰქონდა წლები,მაგრამ ამაზე პასუხი არარსებობს, გადის დღეები თვეები წლები ჩამოდის მისი საყვარელი ვაჟი და იწყებს ცხოვრებას ჩვენს მეზობლად, კარგა ხანი დაყო აქ მოიშინაურა ღორები და ფერმერობას მიჰყო ხელი, ერთ დღეს სკოლიდან მოვედი და ჩოჩქოლი დამხვდა რახდება მეთქი მივვარდი დედას ჩვენი მეზობელი გარდაიცვალა, ეზოში მუშაობის დროსო, თავზარი დამეცა, კითხვები კითხვებზე მოდიოდა, ეს ოჯახი ვინ დაწყევლა ასე, რატომ გაიმეტა ღმერთმა ასე, ვერვხვდებოდი და აი ახლა ცოტახნისწინ ვიგებ,რომ ანეტა ბებოს წინასწარნეტყველური სიზმრები ჰქონდა,რასაც ნახავდა ის უმალ ხდებოდა, და მას ქალაქში ყოფნისას უნახავს თუ როგორ გარდაიცვალა მისი საყვარელი ერთადერთი ვაჟი. და მან ამჯობინა თავი მოეკლა, ვიდრე ენახა შვილის სიკვდილი. დიახ ასეთი ისტორიები სევდიანი ისტორიები მრავლადაა ადამიანთა ცხოვრებაში, მეტად ექსცენტრიკულ და ამოუცნობ სამყაროში როცა არიცი რა მოგელის და სად გადაგჩეხავს ცხოვრების დინება. ერთდღესაც გამოგრიყავს ან მკვდარს ან უფრო ძლიერს. მე ვარ ელენე და მჯერა,რომ ცხოვრება სასწაულებით და სევდით გაჟღენთილია, ჩვენ მხოლოდ მოგვეთხოვება მოვითმინოთ,გვიყვარდეს,და ვაიმედებდეთ,რადგან არვიცით როდის რას უნდა ველოდოთ,ამ უჩვეულო ხანდახან ინდიფერენტულ და მეტისმეტად ექსტრავაგანტული ცხოვრებისგან.
ვისთვის კოლოსალური და ვისთვის წამიერი გაელვება.
მრავალწერტილი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი