თოლია
ჩემო გიშრისთვალება, ჩემო თეთრო თოლია, ზღვათა უსასრულობამ საით გაგიყოლია? მოლოდინით გავყურებ უსასრულო სიშორეს, სევდა უშენობისა ვერაფრით მოვიშორე. ტალღებს მოჰყვნენ შორიდან მაწანწალა ღრუბლები, ხომ არ გინახიათო, - შენზე ვესაუბრები. „აღარ მოვა არასდროს“, — ჩურჩულებენ მოწყენით, — „ვეღარაფერს უშველი ცრემლით, ზღვათა ოდენით“. ასე დავრჩი, ეულად, შენს ლოდინში, თოლია, მთებზე უკვე მოთოვა, თმაშიც თეთრი თოვლია. ელგუჯა უძილაური
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი