* * * გშვენის, ქარო, სიჯიუტე, გშვენის
გშვენის, ქარო, სიჯიუტე, გშვენის აჩრდილები ხეთა, კლდეთა, მთათა, გაცილებენ, როგორც მეაბჯრენი, უსასრულოდ სდევ შორეულ გზათა. გადაივლი მთა-გორებზე ფრენით, კლდეზე ზვირთებს შეალეწავ ზღვათა, ღამის ტრამალს ქარაშოტი შენი სევდას მოჰგვრის, ვით გოდება ქალთა. და როდესაც ჭირთა ვეღარ მთმენი მივალ, ქარო, გაგიჟების ზღვართან, გზა მასწავლე, ზეცას გასაფრენი, ცოდვის სოფელს გამაშორე კაცთა. ელგუჯა უძილაური
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი