***გული დაიყო...
*** გული დაიყო ლექსის ბწკარებად, შენ კი სადა ხარ, ჩემო ნიბლია, გადაკარგულო თვალთახედვიდან, უშენოდ ყოფნა არ შემიძლია. ამ წუთისოფლის ავმა ქარებმა ყრმობის დღეები მოითარეშეს, ჩემი ოცნების ციხე-კოშკები დააქციეს და მოინარეკლეს. დღეს იმ წარსულზე, ჩემო ნიბლია, შენთვის სიმღერა მინდა დავწერო, იმ წარსულივით ნაზი და წმინდა, გულში ჩაგიკრა და მოგეფერო. ელგუჯა უძილაური
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი