დროის მერნები
ძვირფასო, ნეტა დროის მერნებმა საით, რა გზებით გაგიყოლიეს? ეხ, როგორ ჰგავდა ჩემი დღეები, ქარში გაფრენილ ნისლის თოლიებს. ვერ აგიხსენი, ვერ გაგიბედე, - როგორ ვატარე ჯვარი წამების, რომ შენი ბაღის ედელვაისებს ეტრფოდნენ ჩემი იასამნები. ნუღარ შევხვდებით, მერიდე კარგო, მერე რა თუ კი დღესაც მარტო ვარ, არ მინდა ვნახო შენი დალალი დროის დინებამ როგორ დათოვა. და ის თვალები უმანკო მზერით გულში, რომ ტრფობის ყვავილს არხევდა, არ მინდა ვნახო წლებით დაღლილი, ნოემბრის ქარებს როგორ დანებდა. ძვირფასო, ნეტა დროის მერნებმა, საით, რა გზებით გაგიყოლიეს? ეხ, როგორ ჰგავდა ჩემი დღეები, ქარში გაფრენილ ნისლის თოლიებს. ელგუჯა უძილაური
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი